Saturday, July 17, 2010

სოფ. არლის ისტორიული ძეგლები


1.პროექტის სახელი: სოფ. არლის ისტორიული ძეგლები

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების და პატარა სამლოცველოების შესახებ

3.პროექტის სრული აღწერა: გავაცნობთ მოსწავლეებს სოფ. არლის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიების ისტორიას, მათ მნიშვნელობას. თუ რაოდენ დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა მათ მუსვლიმანური სამყაროს გარემოცვაში. როგორ შემოვიდა კათოლიციზმი სოფლად და  როგორ იხსნა გამაჰმადიანებისაგან კათოლიკური ეკლესიის მფარველობამ სოფლის მოსახლეობა და ამით არის მნიშვნელოვანი სოფლის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის არსებობა.  ასევე არის სოფლის ცენტრში მართმადიდებლური ტაძრის უდიდესი ნაშთები შემოეჩენილი,რომელიც სოფლის ისტორიის  მდიდარ წარსულზე მეტყველებს. ახლად აშენდა კიდევ სოფლის ცენტრში მართმადიდებლური ტაძარი. გადავიღებთ ტაძრების სურათებს, მოვიძევთ ხალხში მოარულ ლეგენდებს და გადმოცემებს და მოვაწყობთ საჩვენებელ პრეზენტაციას. მოვაწყობთ ლაშქრობას ,,შუა სერი“–ს ელკესიაზე.

4.  მოსწავლეთა ასაკი: 9 და 10 წელი

5.  როექტის ხანგრძლივობა: 6 დღე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : არსებული ისტორიული წყაროების გამოყენება, ხალხში მოძიებული ინფორმაციის გამოყენება, სურათების პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატების და ნახატების შესრულება თემაზე: ,,ჩემი სოფლის ისტორიული წარსული“,ლექსების და თქმულებების წაკითხვა ფოლკლორულ საღამოზე ;,,ჩემი სოფელი“,გადაღებული სურათებით მოეწყობა კუთხე : ,,ჩემი სოფელის ისტორიული წარსული“

8.სარგებელი სხვებისათვის:  მომავალმა  თაობამ უკეთ გაიცნოს სოფლის ისტორია და სინამდვილე

9.სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეობა სხვა სკოლებიდან: მოვიწვევთ მეზობელი სოფლის შესაბამის ასაკის მოსწავლეებს და მათთან ერთად მოვაწყობთ ლაშქრობებს სოფლის განაპირას არსებულ სამლოცველოების სანახავად.

11. საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორიის , საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები. შესაბამისი მასწავლებლების მოწვევა და ლექციების წაკითხვა თემაზე: „სოფლის ისტორიული და გეოგრაფიული მდებარეობა’’

12. პროექტის ფასილიტატორი: გულნაზი ჯანაშვილი

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: gjanahvili@gmail.com